📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ზღვის სანაპიროს, გონიოში, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გონიოში,ზღვის სანაპიროზე, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმრო „პანო" გაიხსნა. სასტუმროში განთავსებულია 50 ნომერი და ყველა ნომერს აქვს ზღვის ხედი.

სასტუმრო „პანოს" სტუმრების მიღება უკვე შეუძლია, საწყის ეტაპზე, აქ ერთდროულად 120 დამსვენელს მოემსახურებიან. „პანოს" სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ხარისხიანი მომსახურებით; სასტუმროს აქვს ორი აუზი, საკუთარი პარკინგი და რესტორანი.

სტუმრების გამასპინძლებაზე სასტუმროში დასაქმებული 20 ადგილობრივი ზრუნავს. სასტუმროს მშენებლობისთვის 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერა. როგორც კრიზისულ, ასევე ეკონომიკის აღდგენის პერიოდშიც, თიბისი უცვლელად განვაგრძობთ HORECA სექტორის დაფინანსებას და სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას, ბიზნესებისთვის რესურსების მოძიების გამარტივების მიზნით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!