📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ჰავი ლოგისტიკისა და მაკდონალდს საქართველოს ინვესტიციით თბილისში მზის ელექტროპანელების სისტემა დამონტაჟდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ჰავი ლოგისტიკმა", ინოვაციურმა გლობალურმა კომპანიამ, რომელიც "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას უზრუნველყოფს, და "მაკდონალდს საქართველომ" თბილისში, ლილოში მდებარე ლოგისტიკურ საწყობზე მზის ელექტროპანელების სისტემა დაამონტაჟეს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 აშშ დოლარს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ შენობის სახურავი სრულად ათვისებულია და მასზე დაყენებულია 1000 ცალი მზის პანელი, რომელიც წლიურად საშუალოდ 538 853 kWh-ს გამოიმუშავებს.

პროექტი განახორციელა ელექტროსისტემების პროექტირებისა და ელექტრო გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა კომპანია "ინსტამ", რომელიც ქართულ ბაზარზე 23 წელია ოპერირებს და საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლებისთვის მსხვილმასშტაბიან პროექტებს ასრულებს.

ფოტოელექტრული სისტემის დახმარებით "ჰავი ლოგისტიკი" და ''მაკდონალდს საქართველო'' კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ თავიანთი გარემოსდაცვითი მისიის შესასრულებლად — 2030 წლისთვის 40 პროცენტით შეამცირონ ატმოსფეროში ნახშირბადის ემისია. რაც მთავარია, ახალი პანელური სისტემის მეშვეობით, ელექტროენერგიის მუდმივად მზარდი ღირებულების ფონზე, "ჰავი ლოგისტიკი" შეძლებს საკუთარი საქმიანობა და პროცესები ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო მეტად ხარჯთეფექტური გახადოს.

აღსანიშნავია, რომ "ჰავი ლოგისტიკისა" და "მაკდონალდს საქართველოს" ახალ პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილმდებარეობისა და კლიმატის სპეციფიკურობა. ამ მიზნით შენობის სახურავზე დამონტაჟებული პანელური სისტემის დიზაინი შექმნილია ისე, რომ გაუძლოს თბილისის ამ არეალისთვის დამახასიათებელ თოვლის მასას და ქარის სიჩქარეს. ინვენტორების ზომა კი გაზრდილია ისე, რომ დღის განმავლობაში სისტემამ მაქსიმალური ენერგია გამოიმუშაოს და კომპანიამ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ოპტიმალური შედეგები მიიღოს.

"HAVI ლოგისტიკი" საერთაშორისო კომპანიაა. რომელიც წამყვანი ბრენდებისათვის 100-ზე მეტ ქვეყანაში ლოგისტიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს, მათ შორის „მაკდონალდსის" კორპორაციას 45 წელია ლოგისტიკურ სერვისს უწევს. იგი 1974 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 10 000-მდე დასაქმებულ ადამიანს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!