📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

კვლევის თანახმად, TikTok ამერიკელ თინეიჯერთა საყვარელი სოციალური ქსელია აშშ-ში მცხოვრებ თინეიჯერთა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჩინური სოციალური ქსელი ლიდერობს. მეორე ადგილს პლატფორმა Snapchat იკავებს, ხოლო Instagram მესამე ადგილზეა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მარკ ზაქერბერგი და Meta-ს გუნდი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ სოციალური ქსელების პლატფორმებს შორის ლიდერული პოზიციების შესანარჩუნებლად და ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც ამას (Statista-ს მიხედვით, Facebook, WhatsApp და Instagram შედიან მსოფლიო ხუთეულში მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით), თუმცა ამ ბაზარზე არის მოთამაშე, რომელიც მათ მოსვენებას არ აძლევს და ეს − TikTok-ია.

თინეიჯერთა რჩეული სოცქსელი ეკუთვნის ჩინურ კომპანიას Byte Dance, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა (2020 წლის განმავლობაში აპლიკაცია 850 მილიონჯერ გადმოიწერეს მსოფლიო მასშტაბით) და მოახერხა მოზარდთა აუდიტორიის გულების მოგება, მათზე გათვლილი, მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების კონტენტით.

Meta ცდილობდა Instagram-ი მოზარდების საყვარელ პლატფორმად ექცია, თუმცა კვლევის თანახმად, რომელიც კომპანია Piper Sandler-ს ეკუთვნის, ამან შედეგი ვერ გამოიღო. გამოკითხვაში, რომელიც მიმდინარე წლის 16-დან 22 მარტამდე ტარდებოდა, 7100 თინეიჯერი მონაწილეობდა აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან და იგი აჩვენებს, რომ ფოკუსჯგუფის 33%-სთვის, საყვარელი სოციალური ქსელია TikTok, 31%-სთვის Snapchat, ხოლო 22%-სთვის − Instagram. გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა დაასახელა Facebook საყვარელ პლატფორმად, ხოლო Twitter – 2%-მა.

გამოკითხვის მიხედვით, Z თაობა სოციალურ ქსელებს დღის განმავლობაში 4,2 საათს უთმობს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები ნებისმიერი პლატფორმისთვის უმნიშვნელოვანესი აუდიტორიაა, ვინაიდან მათ ჯერ არ აქვთ შერჩეული საყვარელი ბრენდები და მეტად ექცევიან რეკლამების გავლენის ქვეშ.

Piper Sandler-ის გამოკითხვაში თავი მოიყარა მონაცემებმა არა მარტო სოციალური ქსელების შესახებ, არამედ სხვადასხვა სფეროში სამომხმარებლო ჩვევებზეც. მაგალითად, ამერიკელ მოზარდთა საყვარელ ბრენდებს შორის ლიდერობენ: Nike (30%), American Eagle (7%) და Lulemon (5%). კოსმეტიკური პროდუქციის ბრენდები: CeraVe (41%), Cetaphil (8%) და The Ordinary (6%). ფეხსაცმლის ბრენდები: Nike (60%), Converse (8%) და Adidas (8%). ჩანთის ბრენდები: Coach (17%), Michael Kors (15%) და Louis Vuitton (14%).

რაც შეეხება თინეიჯერთა საყვარელ ცნობად სახეებს, ლიდერობენ მსახიობები − რაიან რეინოლდსი და ზენდაია, ხოლო თემები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აღელვებთ, არის რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და ეკოლოგია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას