📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Wenu - უსაფრთხო და მოქნილი დისტანციური მასპინძლობისთვის ტექნოლოგიები ტურიზმის სფეროში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wenu

Wenu საქართველოში შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებში პერსონალთან კომუნიკაციის გარეშე ადგილის დაჯავშნისა და სასურველი მენიუს შეკვეთის შესაძლებლობას გვაძლევს. აპლიკაცია პირველად 2018 წელს გაეშვა და სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა. ამის პარალელურად, ზოგადად, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სამომხმარებლო ქცევისთვის დისტანციური შეკვეთები უფრო და უფრო დამახასიათებელი და პოპულარული გახდა. ერთგვარი ციფრული ინსტრუმენტი ნებისმიერ სერვისს მეტ მოქნილობასა და კომფორტს სძენს. ამავდროულად, გაიზარდა Wenu-ს პარტნიორი ობიექტების რიცხვიც, სადაც მომხმარებლები საკუთარი სმარტფონებით ელექტრონულ შეკვეთებს აქტიურად მიმართავენ. Covid-19-ით გამოწვეული დისტანციური აუცილებლობის გამო კი ციფრული აპლიკაციების, განსაკუთრებით ელექტრონული შეკვეთების მნიშვნელობა ბოლო თვეებში ელვის სისწრაფით გაიზარდა. იმატა Wenu-ს პარტნიორობის მსურველთა რიცხვმაც. „აჭარა ჯგუფთან" ერთად ქართული ციფრული მენიუს სერვისით შეკვეთის შესაძლებლობას საკუთარ სივრცეში უკვე არაერთი მასპინძელი გვთავაზობს. მათ შორის ის სასტუმროებიც, რომლებსაც ნომრების მომსახურების სერვისი აქვთ.

„დღეს მობილური აპლიკაციების ყოველდღიური გამოყენების განსაკუთრებული აუცილებლობა დადგა. ამ ეტაპზე ნებისმიერ იმ კაფეს, რესტორანსა თუ სასტუმროს, რომელიც ჩვენთან პარტნიორობას გადაწყვეტს, 1 სექტემბრამდე უსასყიდლო მომსახურებას ვთავაზობთ. ამასთანავე, სიტუაციის ცვლილებისამებრ ვცდილობთ მუდმივი მოქნილობის გამოჩენასა და ჩვენი პარტნიორების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზებას. ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად ვუსმენთ და მათთვის ყველა მნიშვნელოვან დეტალს მხედველობაში ვიღებთ. დღეს Wenu ქართულ ბაზარზე ამ შესაძლებლობით აღჭურვილი ერთადერთი აპილიკაციაა, რომელიც ორმხრივ სარგებელს სთავაზობს როგორც მომხმარებელს, ასევე მასპინძელს", − ამბობენ Wenu-ს შემქმნელები.

უკონტაქტო მასპინძლობის პოპულარულ და ახლა უკვე აუცილებელ საჭიროებას კი ქართული მობილური აპლიკაცია Wenu მოქნილად პასუხობს და განვითარებასაც ადაპტირებულად განაგრძობს. ნებისმიერ იმ კვებით დაწესებულებას კი, რომლისთვისაც უსაფრთხო სერვისი პრიორიტეტია, Wenu და მისი შემქმნელები მომხმარებელთა და თანამშრომელთა კმაყოფილების გასაზრდელად, ეფექტურ ციფრულ ინსტრუმენტს სთავაზობენ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!