📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

იმუშავე საქართველოდან პროგრამა უკვე ამუშავდა, რომელიც 95 ქვეყნის მოქალაქეს, საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე ადამიანებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„იმუშავე საქართველოდან" − ამ სახელწოდების პროგრამა უკვე ამუშავდა, რომელიც 95 ქვეყნის მოქალაქეს, საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე ადამიანებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, პროგრამით მოსარგებლე ადამიანებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში შეეძლებათ საქართველოდან საკუთარი პროფესიული მოვალეობის კომფორტულად შესრულება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აღნიშნული წამოწყება, პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურისტული სექტორისთვის დამატებით მასტიმულირებელ მექანიზმს წარმოადგენს. პროგრამით სარგებლობის მსურველთათვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული სავალდებულო ეტაპებიც არსებობს. შემოსულმა უცხოელმა სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი საკუთარი სახსრებით უნდა გაიაროს, ისევე, როგორც თავად უნდა დაიფინანსოს PCR-ტესტირება და ფლობდეს მინიმუმ 6 თვის ვადის მქონე ჯანმრთელობის დაზღვევას. ამასთანავე, მან განაცხადი ელექტრონულ პროგრამა stopcov.ge-ზე უნდა შეავსოს და დაურთოს დეტალური ინფორმაცია როგორც საკუთარი თავის, აგრეთვე დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ვალიდური დოკუმენტაციის თანხლებით, ბოლო 1 წლის საბანკო ამონაწერით კი უნდა დაადასტუროს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 2000 დოლარს შეადგენს.

დეტალური ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო პლატფორმა matsne.gov.ge-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ჩამონათვალსაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის 256-ე დადგენილება განსაზღვრავს. ამასთანავე, ეს წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის შესახებ.

საქართველოდან მუშაობის უფლების მოთხოვნაზე თანხმობის გამცემ ორგანოებს კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე