📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

THE Crossroads-ის წარმომადგენლებმა Women in Tech Global Summit-ში მონაწილეობა მიიღეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პარიზში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტექნიკური ინდუსტრიის ლიდერების და ექსპერტების მონაწილეობით, "Women in Tech Global Summit HERoes" გაიმართა. საქართველოდან სამიტში მონაწილეობა სტარტაპერებისა და ინვესტორებისთვის განკუთვნილი პლატფორმის "THE Crossroads"-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ და "Women in Tech Georgia"-ს ელჩმა ნინო ლორთქიფანიძემ მიიღეს.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში, მონაწილეებმა ინკლუზიური მომავლის შექმნასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ამას გარდა, განსახილველ თემებს შორის იყო ტექნოლოგიური მიღწევები, თანასწორობის, უფლებებისა და ინოვაციების კუთხით ახალი შესაძლებლობების შექმნა, განათლებისა და ტექნოლოგიების როლი ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებისათვის. აღნიშნული თემების გარდა, სამიტის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ დააჩქარებს თანამედროვე ტექნოლოგიები გაეროს მიზნების მიღწევას მდგრადი განვითარების სფეროში.

როგორც THE Crossroads-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ განაცხადა, "Women in Tech Global Summit"- ში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური პროექტების დანერგვა ქვეყნის სწრაფი განვითარების გარანტია.

"ქალების ჩართულობა ტექნოლოგიების სფეროში არის მდგრადი მომავლის გარანტი. კერძო სექტორი ვალდებულია თავის წვლილი შეიტანოს ამ სტრატეგიული რესურსის გაძლიერებასა და მათთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაში. მომავალი არის თანასწორი და მრავალფეროვანი და მისი შენება იწყება დღეს"- განაცხადა ნიკოლოზ კობახიძემ.

ორდღიანი სამიტის დასასრულს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის "Women in Tech"-ის წარმომადგენლებმა, სფეროს ექსპერტებმა და ტექნიკური ინდუსტრიის ლიდერებმა სამომავალო გეგმები დასახეს და ახალი მიღწევებისა და გამოცდილების გასაზიარებლად პერმანენტული შეხვედრების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!