📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი - AD BLACK SEA ბრუნდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16-17 სექტემბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმი ისევ უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ სტუმრებს, რომლებიც თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიას ქმნიან.

ფესტივალის 2-დღიანი პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექციას, სემინარს, პანელურ დისკუსიასა და სამუშაო შეხვედრას, რომელთაც, ტრადიციულად, სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები გაუძღვებიან.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ფესტივალის დეტალური განრიგი უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.

შევხვდებით ბათუმში, 16-17 სექტემბერს, AD BLACK SEA-ზე!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!