📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ხმები საქართველოდან - აქ. ახლა თიბისი ახალ პროექტს იწყებს herenow.ge

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი აქ. ახლა კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. დღეიდან ვებ-გვერდზე - herenow.ge - საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან აუდიო ჩანაწერების ლაივ რეჟიმში მოსმენა იქნება შესაძლებელი. ონლაინ რადიო თიბისის ახალ სტრატეგიას ემსახურება, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ყოველ სიახლეს „აქ და ახლა" სთავაზობს მომხმარებელს.

ხმოვანი მასალა, რომელიც საველე ჩანაწერების, აუდიო არქივის, პოდკასტებისა და ქართველი არტისტების ნამუშევრებისგან შედგება მუდმივ რეჟიმში განახლდება.

აუდიო პლატფორმას რამდენიმე მიმართულება აქვს:

  • საველე ჩანაწერები, რომელიც მოიცავს ხმებს სხვადასხვა ლოკაციიდან
  • XX საუკუნის ქართული აუდიო არქივი
  • შემეცნებითი პოდკასტები
  • აუდიო ლექციები
  • ქართველი მუსიკოსების ნამუშევრები

აქ. ახლა შენ უკვე შეგიძლია მოუსმინო თბილისის ხმას:

დედაქალაქის ურბანულ ხმებზე აგებული კომპოზიცია: https://herenow.ge/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!