📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისის მხარდაჭერით ყველის ქარხანა ''სანტა'' წარმოებას აფართოებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ალბათ გსმენიათ 20 წლის წინ თბილისიდან სოფლად გადასახლებული ქალის შესახებ - დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება რომ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, აქ და ახლა საქართველოს სამხრეთში ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა" ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება.

დარეჯან კანთელაძემ შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა და წალკაში ჩამოიყვანა.

„ძროხები გერმანიიდან ერთი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ტრანსპორტირება ხმელეთით მოხდა. ძროხები სპეციალურად შევარჩიეთ, რომ ჩვენს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს ადვილად შეგუებოდნენ. ფერმის გაფართოება დიდი ხანია მინდოდა და სწორედ ახლა, ეს შესაძლებელი გახდა. ამჟამად ჩვენი ფერმაში 232 სული ძროხაა," - ამბობს დარეჯან კანთელაძე, „სანტას" დამფუძნებელი.

ნამატი ფერმაში წარმოებული პროდუქციის მატებასაც ნიშნავს, ამჟამად „სანტაში" თვეში საშუალოდ 10 – 12 ტონა ყველს აწარმოებენ. „ალპიას" ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველი რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. უახლოეს მომვალში „სანტა" ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და რძის სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას აპირებს.

„სანტაში" 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დარეჯან კანთელაძე თიბისის პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2018-ის" გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე".
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია