📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

დაივიწყეთ MacBook - Acer ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Acer

Acer-მა პროდუქტის ხაზები გაძლიერებული მოდელებით განაახლა და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი − Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურადაა მორგებული გრაფიკული დიზაინერების, ვიდეომემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს.

Concept D-ს ტექნიკა შექმნილია ლამაზი, მინიმალისტური დიზაინით. მოწყობილობები აღჭურვილია ყველაზე ძლიერი კომპონენტებით, თუმცა მუშაობისას ინარჩუნებს მაქსიმალურ სიჩუმეს. გრაფიკულ დიზაინერებსა და მემონტაჟეებს საქმე გაუმარტივდებათ Concept D-ს ლეპტოპებისა და კომპიუტერების სწრაფი 3D-რენდერის დროით, მონიტორები კი Adobe RGB-ს ფერთა სპექტრს 100 პროცენტით წარმოაჩენენ, რისი წყალობითაც ისინი ნამუშევრებს მთელ თავის ბრწყინვალებაში იხილავენ. MacBook-თან შედარებით, Concept D-ს გამოსახულების გაუმჯობესებული სიზუსტე აქვს, ამიტომ ვიზუალური მასალა ზუსტად ისე გამოჩნდება, როგორც იყო ჩაფიქრებული.

Acer-მა ასევე განაახლა უკვე არსებული ტექნიკის ხაზები. გეიმერებისთვის განკუთვნილ Predator-ის ხაზს დაემატა ახალი პერსონალური კომპიუტერი Orion 5000, რომელიც აღჭურვილია Nvidia-ს უახლესი RTX ხაზის გრაფიკული ბარათით და უზარმაზარი, 43-ინჩიანი ეკრანით. ძლიერი კომპონენტების გამო, გეიმერები შეძლებენ დატკბნენ უახლესი თამაშებით აქამდე არნახულ მასშტაბებში.

Nitro სერიის ახალ გეიმერულ ლეპტოპებში Intel-ის მეცხრე თაობის პროცესორი და Nvidia-ს ახალი გრაფიკული ბარათი მოქცეულია მხოლოდ 20-მილიმეტრიანი სისქის კორპუსში, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე შთამბეჭდავი თამაშების გაშვებას უმაღლესი გრაფიკული პარამეტრებით ყველგან შეძლებთ, სადაც კი მოგესურვებათ.

პროდუქტიულობაზე ორიენტირებული Aspire-ის ნოუთბუქების სერია განახლდა გაძლიერებული მოდელებით. Aspire 5 და Aspire 7 ნოუთბუქები აღჭურვილია AMD Radeon-ისა და Nvidia-ს ახალი ვიდეობარათებით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორით, რისი წყალობითაც ეს ლეპტოპები ყველანაირ საქმეს ძალიან სწრაფად გაუმკლავდებიან − გრაფიკულ პროგრამებს, თამაშებს, მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების ჩართვას და ა.შ. ეს ლეპტოპები ერთგული ასისტენტები გახდებიან ყველა სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

ახალი ბიუჯეტური Chromebook 714 და Chromebook 715 აღჭურვილია ელეგანტური, მეტალის კორპუსით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორებით, რისი მეშვეობითაც ისინი ყველანაირ საოფისე პროგრამას, ბევრ ჩაკეცილ ფანჯარასა და მსუბუქ გრაფიკულ პროგრამებს მარტივად გაართმევენ თავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია