📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ზღაპრული მოგზაურობა კოსმოსში $125 000-ად კოქტეილებითა და შესანიშნავი ხედებით ტკბობა 30 000 მეტრ სიმაღლეზე კოსმოსური მოგზაურობის მოყვარულთათვის უკვე შესაძლებელია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მდიდრული მოგზაურობის მოყვარულთათვის კოსმოსური ხომალდი "ნეპტუნი" ახალ შესაძლებლობას აანონსებს. ამიერიდან, კოსმოსით დაინტერესებულ მოგზაურებს შეეძლებათ ატმოსფეროს კიდეზე სპეციალური საჰაერო ბურთით აფრენა და 30 კილომეტრი სიმაღლიდან "ლურჯი პლანეტის" ხედებით ტკბობა. ცნობისათვის, 2025 წლამდე ყველა საგზური უკვე გაყიდულია.

დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, მოგზაურები მაღალტექნოლოგიური კოსმოსური კაფსულის სალონიდან, კოსმოსური ხედების ფონზე ივახშმებენ და კოქტეილების მირთმევასაც კი შეძლებენ.

ამ მოგზაურობის ორგანიზატორია კომპანია Space Perspective, რომელიც თავს "ლუქს-კლასის კოსმოსური მოგზაურობის წამყვან კომპანიად" მოიხსენიებს, ასევე, ტექნოლოგიური კომპანიები − Siemens და AWS. გასულ კვირას Siemens-მა ლას ვეგასში გამართულ გამოფენაზე − CES 2023, ამ კოსმოსური მოგზაურობის სადემონსტრაციო პრეზენტაციაც კი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ 6-საათიანი მოგზაურობის ფასი 125 000 დოლარს შეადგენს, თუმცა ამას არ შეუფერხებია კოსმოსის მოყვარულები და "ნეპტუნის" ბილეთები 2025 წლამდე უკვე სრულად ამოყიდულია.

კოსმოსური ხომალდი "ნეპტუნი", ატმოსფეროს ქიმიური ნივთიერებებით დამაბინძურებელი სარაკეტო კოსმოსური პროექტებისგან განსხვავებით, კომპანიის მიერ დაპატენტებული, ეკომეგობრული და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე საჰაერო ბურთით გადაადგილდება. მოგზაურები კი, ატმოსფეროს კიდეზე ყოფნისას, ერთდროულად შეძლებენ როგორც დედამიწის გარშემო არსებული ლურჯი ზოლის, ისე კოსმოსის უსაზღვრო შავი სივრცის ხილვას.

Space Perspective-ის გენერალურ დირექტორ ჯეინ პოინტერის თქმით, ეს ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც კოსმოსურ მოგზაურობაზეა ორიენტირებული და ამავდროულად ინდუსტრიას სრულიად ახლებურ, ნახშირბად-ნეიტრალურ გზებს სთავაზობს, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პლანეტაზე და მის ეკოლოგიაზე ზრუნვითაა განპირობებული.

"ნეპტუნის" ერთ რეისს მხოლოდ რვა მოგზაური დაესწრება, რომლებიც 30 000 მეტრი სიმაღლიდან დედამიწაზე დაბრუნებისას, ოკეანის ზედაპირზე დაეშვებიან, სადაც მათ Space Perspective-ის ეკიპაჟი დახვდებათ. ეს, როგორც NASA-ში აცხადებენ, დაშვების ყველაზე უსაფრთხო და არაერთგზის ნაცადი ფორმაა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!