📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ჰუალინგის'' თიზ-ის სპეციალური შეთავაზება მეწარმეებს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმები კომპანიებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Hualing

პოსტპანდემიურ პერიოდში „ჰუალინგის" თიზ-ში (თავისუფალი ინდუსტრიული ზონა) ახალი საწარმოო პროექტების განხორციელების გაუმჯობესებული პერსპექტივები გაჩნდა. „ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმებით, რაც გულისხმობს ბიზნესსესხით სარგებლობისას უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას.

სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 5 000 000 ლარი. სახელმწიფო ასევე ახორციელებს სესხისა და ლიზინგის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. შედეგად, მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სესხი წლიური 2-3%-ად. აღნიშნული თანადაფინანსება ხელმისაწვდომია 3 წლამდე ვადით.

რაც შეეხება „ჰუალინგის" თიზ-ს, ახალი შეთავაზების ფარგლებში მეწარმეები ისარგებლებენ თიზ-ის ხელთ არსებული ინფრასტრუქტურით სამრეწველო თუ სასაწყობე დანიშნულების შენობებით, უპრეცედენტო შეღავათებით. შეთავაზება მოიცავს შენობების კუთხით ქირავნობის შეღავათებს, მორატორიუმებს, ბიზნესის დაწყების სხვადასხვა კომპონენტში დახმარებას და სხვა.

იმის გათვალისწინებით რომ, თიზ-ში არსებული კომპანიები და საწარმოები სრულად გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან და ამასთანავე სარგებლობენ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საოპერაციო უპირატესობებით, სააგენტოს მხარდაჭერის მექანიზმები „ჰუალინგის" თიზ-ის შეთავაზებასთან ერთად, პაკეტში უკვე გამორჩეული პროდუქტია დაინტერესებული მეწარმეებისთვის, ვინაიდან ისინი მნიშვნელოვნად შეამცირებენ წინასწარ კაპიტალდაბანდებებს და უმოკლეს ვადებში შეძლებენ წარმოების დაწყებას. სააგენტოს მიერ შემოთავაზებული პროგრამების ფარგლებში კი ისარგებლებენ დამატებითი შეღავათებით".

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, „ჰუალინგის" თიზ-ში წარმატებით აგრძელებს საქმიანობას სხვადასხვა გადამამუშავებელი და სავაჭრო კომპანია. ამჟამად თიზ-ში არსებული ქარხნები მოიცავს ხის დამუშავებას, ავეჯის წარმოებას, ქვის დამუშავებას, სამშენებლო მასალებს, ფეროშენადნობებს, ფარმაციას, მზის პანელის მოდულებს, სპირტს, ტექსტილს, პლასტმასს, საბოლოო მომხმარებლის პროდუქტით ვაჭრობას და სხვა. 2020 წლისთვის, „ჰუალინგის" თიზ-ში ინვესტიციების მთლიანმა პორტფელმა 70 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

დრო მოვიდა სტარტაპ კულტურამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ილაპარაკოს

ანტრეპრენერები საკმარისად არ საუბრობენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. წელს ჩვენ უნდა შევცვალოთ ვითარება