📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

100 ქალი მეწარმის ბაზარი by USAID YES-Georgia 17 ივლისი | დედაენის ბაღი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

USAID YES-Georgia პროგრამა 2021 წლის 17 ივლისს, თბილისში, დედაენის ბაღში აწყობს ქალ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს 100 მეწარმე ქალს.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ მეწარმის და მისი პროდუქციის როგორც გაცნობის, ასევე შეძენის. ღონისძიების გასამრავალფეროვნებლად მოწვეულნი არიან ანიმატორები, სახის მოხატვის ოსტატები, მხატვრები. ღონისძიება გაფორმდება მუსიკით .

გამოფენა-გაყიდვის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის და ნაწარმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

ბაზარზე შეძლებთ შეიძინოთ:

• ხელნაკეთი აქსესუარები;

• ტყავის ნაწარმი;

• თექა და ნაქსოვი ნივთები;

• სურსათი

• ხელოვანების ნამუშევრები

• სხვადასხვა ნაწარმი ბავშვებისთვის

• აქსესუარები

• სამკაული

• სახლის დეკორი

• ნატურალური, ხელნაკეთი თავის მოვლის საშუალებები

• ღვინო

ღონისძიება ხორციელდება კოვიდრეგულაციების დაცვით.

USAID-ის პროგრამა - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

USAID YES-Georgia პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!