📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სპარკის ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ნაკადზე მიღება დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის მერიის და ევროკავშირი საქართველოსთვის ბიზნეს აქსელერატორის სპარკი, ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამა "ელ.კომერციის აქსელერაციის" მეორე ნაკადზე მიღება დაიწყო.

აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადში ჩართვას შეძლებენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შემდეგი ინდუსტრიებიდან: ინტერიერის დიზაინის ნივთები, ტყავის ნაწარმი, მცირე ზომის ავეჯი/სათამაშოები, კერამიკული და ხის ნაწარმი, მოდასთან დაკავშირებული ბიზნესი და სხვადასხვა ტიპის წარმოება.

ელ.კომერციის აქსელერაციის მონაწილე ბიზნესები 1 თვიან ინტენსიურ ტრენინგ და მენტორშიპის პროგრამას გაივლიან ისეთ გლობალურ პლატფორმებზე პროდუქტების გაყიდვის შესახებ, როგორებიც არის Amazon, Etsy.com, ასევე Shopify-ს პლატფორმის სპეციფიკას საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების განსავითარებლად.

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეები დემო დღეზე, სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარდგებიან, სადაც შეირჩევა 3 გამარჯვებული კომპანია.

გამარჯვებული კომპანიები თბილისის მერიის და ევროკავშირის ჩართულობით ინვესტიციის სახით 15 000 ლარამდე ღირებულების სერვისს მიიღებენ, პროდუქტის გლობალურ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე Amazon, Etsy, Shopify-ზე განთავსება, წარმოჩენა და რეალიზაციისთვის.

პროექტის პარტნიორები არიან: ონლაინ კომერციის ასოციაცია, სააგენტო აწარმოე საქართველოში, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ამაზონ ექსპორტ ჰაბი.

"ელ.კომერციის აქსელერაციის" მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება, ელექტრონული ექსპორტის ხელშეწყობა და გლობალურ ბაზარზე სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ქართული ბიზნესის გაფართოება.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადის გამარჯვებული 3 კომპანია სპარკის ექსპერტებთან ერთად, უკვე მუშაობს Amazon, Etsy-სა და Shopify-ზე პროდუქტების განთავსების და გაყიდვის მიმართულებით.

დაინტერესებულ ბიზნესებს რეგისტრაცია შეუძლიათ 14 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://accelerate.ge/e-commerce/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!