📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

SupportBusiness.ge - პლატფორმა ბიზნესის მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SupportBusiness.ge

კომპანია „SavvY-ს" ინიციატივით, Holy Motors-თან და Holar Software-თან პარტნიორობით შეიქმნა ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა - SupportBusiness.ge. პლატფორმის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ბიზნეს სექტორი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების წინაშე, ხელი შეუწყოს მათი მოგვარების გზების პროაქტიულ ძიებას და დაეხმაროს კომპანიებს სწრაფ რეაგირებაში.

COVID 19-ის ეფექტებმა მთელი ეკონომიკა მოიცვა, შეეხო ყველა ზომისა თუ სექტორის კომპანიას და მისი უარყოფითი გავლენა დღითიდღე იმატებს. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ზუსტი საჭიროებების დადგენა და სწრაფი რეაგირებაა. სწორედ ამიტომ, პლატფორმის მეშვეობით კომპანიებს შეუძლიად, დააფიქსირონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები, ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღონ უფასო კონსულტაცია და გადადგან რეალური ნაბიჯები კრიზისის დასაძლევად.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა აქტუალური მიმართულებებით, როგორებიცაა, რისკების იდენტიფიცირება და მართვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

პლატფორმაზე განთავსდება პრაქტიკული რეკომენდაციები და გზამკვლევები. ინდივიდუალურ კონსულტაციებთან ერთად გაიმართება ონლაინ სემინარები ბიზნეს სექტორისთვის აქტუალურ თემებზე.

პლატფორმა 28 მარტიდან ჩაეშვა, ონლაინ ბიზნესკონსულტაციები კი 30 მარტიდან დაიწყო. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.supportbusiness.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!