📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მზიურის პარკში „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წიგნები - გაეჩუქებინათ, გაეყიდათ, ან გაეცვალათ ძველი და აღმოეჩინათ ახალი.

ფლიმარკეტის თემა წიგნები და მუსიკა იყო, შესაბამისად, წიგნების გარდა მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ ან გადაეცვალათ ვინილის ფირფიტებიც. განწყობის შესაქმნელად კი მცირე სცენაზე, სტუმრებს რამდენიმე მუსიკის მოყვარულმა საკუთარი ვინილის კოლექციიდან რჩეული კომპოზიციები გაუზიარა.

გარდა ამისა, მისულ სტუმრებს ტერიტორიაზე საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ ზონებში განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში დაგეგმილი პირველი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოვებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

„მიხარია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ერთ-ერთი სახალხო და მასშტაბური ღონისძიება, წიგნის ფლიმარკეტი, ასე წარმატებულად ჩატარდა. უამრავმა ადამიანმა მოახერხა არა მხოლოდ წიგნების გაყიდვა და გაცვლა, არამედ ერთმანეთის გაცნობა და დროის სასიამოვნოდ გატარება. მომდევნო თვეებში, კიდევ სამ ფლიმარკეტს ვგეგმავთ განსხვავებული თემებითა და უამრავი სიურპრიზით", - ამბობს „თბილისი -წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი