📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Lion Trans-ის გათამაშება დასრულდა 5 იანვარს ფინალური გათამაშება გაიმართა, სადაც 9 გამარჯვებული გამოვლინდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5 იანვარს Lion Trans-ის ფინალური გათამაშება გაიმართა, სადაც 9 გამარჯვებული გამოვლინდა და ამით წამახალისებელი კამპანია დასრულდა.
კამპანია 3 თვის განმავლობაში იმართებოდა და 3 სხვადასხვა გათამაშება და 26 პრიზი გააერთიანა. პრიზებს შორის იყო iPhone 14 Pro, მოპედი, საწვავის 500-ლიტრიანი ვაუჩერი და გათამაშების მთავარი პრიზები, ელექტრომობილები Honda MNV და Volkswagen ID 4.

გათამაშებაში ჩართვა შეეძლო ყველა მონაწილეს, რომელიც შეიძენდა ავტომობილს Lion Trans-ში, სერტიფიცირებულ ავტოდილერთან ან პარტნიორ კომპანიასთან. მომხმარებელი იმ თვის გათამაშებაში მონაწილეობდა, რომელ თვეშიც შეიძენდა ავტომობილს.
გათამაშებები 3 თვის განმავლობაში, 5 ნოემბერს, 5 დეკემბერსა და 5 იანვარს გაიმართა, რომელსაც მომხმარებელი თვალს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერსა და კომპანიის YouTube არხზე ადევნებდა. Lion Trans მართავს და აკონტროლებს ავტომობილის შეძენის პროცესის სრულ ციკლს. კომპანიის გაყიდვების გუნდი მომხმარებელს ჯერ სასურველი ავტომობილის შერჩევაში ეხმარება, აუქციონის შემდეგ კი უზრუნველყოფს მის სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას. კომპანიას აქვს საწყობები აშშ-ის სხვადასხვა შტატში, საკუთარი ტერმინალი ფოთში და სატრანსპორტო ხაზი.
Lion Trans-ის გათამაშების კონცეფცია უფრო მწვანე მომავლისა და გარემოზე მეტად ზრუნვის იდეაზე დაფუძნდა. ელექტრომობილების ცნობადობის გაზრდა და ნულოვანი საწვავის ხარჯი, ნულოვანი გამონაბოლქვი ქმნის უფრო ჯანსაღ, უფრო მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა მომავალს. ბრენდისთვის ეს პირველი მსგავსი ტიპის გათამაშება იყო. სიახლეებით დაწყებული 2024 წლის გაგრძელებას კი Lion Trans უფრო მეტი სიურპრიზით, მრავალფეროვანი და საინტერესო გეგმებით აპირებს!

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ