📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

აქ.ახლა წაიკითხე პირველად "საბასთან" ერთად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ელექტრონული წიგნის პლატფორმა „ საბა" მკითხველს კითხვის ახალ, უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რითაც წიგნის კითხვის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც პირველად კითხულობს. ნებისმიერ მკითხველს, ვინც გადმოწერს „საბას" აპლიკაციას, პირველი ორი კვირის განმავლობაში უფასოდ შეეძლება 6500-ზე მეტი ელექტრონული წიგნის წაკითხვა.

გარდა ამისა, „საბას" აპლიკაცია მკითხველს ორ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს, რომელიც კითხვის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის. დღის განმავლობაში წინასწარ მითითებულ დროს „საბა" შეგახსენებთ, რომ კითხვის დროა, ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით უწყობს ხელს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას და მკითხველს ეხმარება დღის წესრიგის უკეთ მართვაში.

SABA Reader-ი ითვლის იმ დროსაც, რაც თქვენ წიგნის კითხვაში გაატარეთ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბებ, აპლიკაცია აქტიური მკითხველის სტატუსს განიჭებს, რაც კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა კითხვისთვის.

„საბას" ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას" დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა", რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა" და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA Reader-ი. დღესდღეობით „საბას" ბიბლიოთეკაში 6500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!