📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ხელოვნური ინტელექტით დაწერილი პირველი ქართული წიგნი ,,თანამშრომელთა მოტივაცია'' BTU-ში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული წიგნის "თანამშრომელთა მოტივაციის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი პროექტის AI Books ფარგლებში გამოიცა.

AI Books "ლურჯი ოკეანისა" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დამუშავებას, ქართულ ენაზე თარგმნასა და ორენოვანი წიგნების გამოცემას გულისხმობს. პროექტის მიზანი მკითხველისათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: წიგნის კონსულტანტი, BTU-ს აკადემიური საბჭოს წევრი და ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი, United Payment Georgia-ს დირექტორი ნინო ჭედია; წიგნის კონსულტანტი, BTU-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის საკონსულტაციო კომპანია HEMACO-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ქოუჩი ნინო მიქავა და წიგნის კონსულტანტი, BTU-ს ლექტორი, ქოუჩი, კორპორატიული ფსიქოლოგი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (NLP) ოსტატი ანა არველაძე. ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ გახსნა.

წიგნი გაგაცნობთ თანამშრომელთა მოტივაციის თეორიებს, სახეობებს, მასზე მოქმედ ფაქტორებსა და ასევე, იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებითაც ორგანიზაციები და ადამიანები მას მნიშვნელოვნად გაზრდიან.

როგორც BTU-ში განმარტავენ, AI Books-ის სერია გაგრძელდება და მოიცავს თანამედროვე ბიზნესსამყაროში ორიენტირებისთვის ისეთ საჭირო თემებს, როგორიცაა: კოდინგი, ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი, ტალანტების მოზიდვისა და მართვის უახლესი მიდგომები, მენტალური ჯანმრთელობა და ა.შ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!