📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გამომცემლობები ''ინტელექტი'' და ''არტანუჯი'' უკრაინის მხარდასაჭერად საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს სიმართლე რუსული იმპერიალიზმის შესახებ, მხატვრული სიტყვა ხომ ყველაზე უკეთ აღწერს, თუ როგორ იპყრობს ბოროტება ადამიანების გონებას, როგორ ანადგურებს მორალურად თუ ფიზიკურად მილიონებს, როგორ იმორჩილებს საზოგადოებას." - ეს არის მთავარი მიზანი კამპანიისა, რომელსაც გამომცემლობა ''ინტელექტი'' და გამომცემლობა ''არტანუჯი'' უკრაინის მხარდასაჭერად იწყებენ.

საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის მსურველებს, 11 მარტს, წიგნის მაღაზიებში „სანტა ესპერანსა" (თბილისსა და ქუთაისში) და „შაქრო ბაბუა" უსასყიდლოდ გადაეცემათ მათ მიერ გამოცემული წიგნებიდან ერთ-ერთი. წიგნების რაოდენობა შეზღუდულია.

  • სვეტლანა ალექსიევიჩი, „ომს არ აქვს ქალის სახე"
  • როზა ლიქსომი, „კუპე N6"
  • ვლადიმირ სოროკინი, „ქარბუქი"
  • გაბრიელ გარსია მარკესი, „მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში"
  • ვენედიქტ ეროფეევი, „მოსკოვი-პეტუშკი"
  • სერგეი ლოიკო, „აეროპორტი"
  • ბერნარ ლ. მორი, „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს"
  • სვეტლანა ალექსიევიჩი, „ჩერნობილის ლოცვა"
  • სვეტლანა ალექსიევიჩი, „სექენდ ჰენდის დრო"
  • სვეტლანა ალექსიევიჩი, „უკანასკნელი მოწმეები"
  • სვეტლანა ალექსიევიჩი, „ცინკის ბიჭები"
  • რუსი ნობელიანტი მწერლები, 100 ამბავი
  • დიმიტრი სილაქაძე, „რუსეთ-საქართველოს ომი"
  • როსტომ ჩხეიძე, „შეთქმულება 1942"
  • ცხოვრება საბჭოეთში, 70 ამბავი
  • ასტრიდ ლინდგრენი, „ომის დღიურები"
  • სალომე სამადაშვილი, „რუსეთის ფარული ომი"

წაიკითხეთ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წიგნი, დაწერეთ კონკრეტული გზავნილი და გააზიარეთ თქვენი აზრი სოციალურ ქსელში ჰეშთეგით – #სიმართლერუსეთზე შემდეგ კი, თქვენი გზავნილი, წაკითხულ წიგნთან ერთად, გაუზიარეთ სხვას და სთხოვეთ, მანაც იგივე გააკეთოს.

ერთად გავარკვიოთ, როგორ ცდილობს პუტინის რუსეთი ჰუმანურობის სახელით დაიპყროს ერთი მხრივ ადამიანების გონება, მეორე მხრივ კი დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!