📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Elco - ახალი შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის ონლაინ კომერციის წარმატებული მართვისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FINA

სულ მალე ბაზარზე ახალი აპლიკაცია შემოდის. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იქნება პროდუქტის ადგილზე მიტანის საკუთარი შესაძლებლობა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. Elco-ს მეშვეობით კომპანიის მომხმარებელი შეძლებს პროდუქტის არჩევას, შეკვეთის განხორციელებას, გადახდას, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე მიტანას პირადი რესურსით, ან სხვა საკურიერო მომსახურების საშუალებით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ, მომხმარებელს საშუალება ექნება თვალი ადევნოს შეკვეთის სტატუსს და კურიერის ადგილმდებარეობას.

ყველაფერი ერთ აპლიკაციაში თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვისთვის-ეს Elco-ს მთავარი კონცეფციაა.

Elco იქმნება იმისთვის, რომ ნებისმიერ მსურველ კვებისა და სავაჭრო ობიექტს შესაძლებლობა ქონდეს შუამავალი კომპანიის გარეშე მიიღოს ონლაინ შეკვეთა და დაამუშავოს შეკვეთებთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია, ამასთანავე უზრუნველყოს მიწოდება. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს დაზოგონ საკომისიო, რომელსაც აქამდე პროდუქციის გაყიდვისა და ადგილზე მიტანისთვის შუამავალ კომპანიებს უხდიდნენ.

„ვვარაუდობთ, რომ პირველ ეტაპზე ძირითადი დაინტერესება რესტორნებისა და კაფე-ბარების სექტორიდან წამოვა, დროთა განმავლობაში კი, დარწმუნებულები ვართ Elco კიდევ ბევრი სხვა ბიზნესის საქმიანობის განუყრელი ნაწილი გახდება, იგივე ტანსაცმლის მაღაზიები, რომლებსაც მოულოდნელად მოუწიათ დახურვა და ბევრ მათგანს არ ქონდა ონლაინ მაღაზია, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, ვისაც შეუძლია პროდუქცია ონლაინ გაყიდოს.

მოგეხსენებათ, გამართული ონლაინ მაღაზიის შექმნა და მისი ამუშავება საკმაოდ დიდ დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული როგორც ტექნიკური, ასევე რეკლამის კუთხით. Elco კი, ნებისმიერ მსურველს უკვე მზა პროდუქტს სთავაზობს, ყოველგვარი ზედმეტი ხარჯის გარეშე, რაც ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის"-აცხადებენ კომპანიაში.

Mobileo-ს სისტემა შედგება 3 ნაწილისგან: 1. მომხმარებლის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროდუქტის არჩევა და შეკვეთა 2. კომპანიის მხრიდან სავაჭრო ობიექტზე შეკვეთებისა და მიწოდების მართვის აპლიკაცია, რომლის დახმარებით მენეჯერი ადასტურებს შემოსულ შეკვეთას, ახორციელებს დამზადებას და კურიერის მინიჭებას 3. კურიერის აპლიკაცია, რომლის დახმარებითი იგი ადასტურებს მიღებულ შეკვეთას და ახორციელებს მიწოდებას რუკაზე ლოკაციების დახმარებით.

აპლიკაციაზე კომპანია FINA-ს გუნდი მუშაობს, რაც დამატებით სანდოობას ქმნის მომავალი კლიენტებისთვის. FINA უკვე 10 წელია ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა მართვის სისტემებსა და პროგრამებს სთავაზობს. დღეისთვის FINA 3 000-ზე მეტი მოხმარებელს ითვლის.

დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ შეავსონ საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღონ უფასო კონსულტაცია Elco-ს მუშაობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე