📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

წარმატებული ქართული სტარტაპები დისტანციური სტარტაპ სესიებისთვის ერთიანდებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

დისტანციური სესიები ონლაინ რეჟიმში ინოვაციების, მეწარმეობის და ტექნოლოგიების მიმართულებით აერთიანებს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებს და პოდქასთებს.

ქვეყანაში COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დისტანციური სესიები უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.

ვიდეო ბლოგების თემატიკა - მეწარმეობა და აზროვნების დიზაინი, პროდუქტის განვითარება, იდეის ვალიდაცია, UI & UX დიზაინი, Agile & Scrum მეთოდი სტარტაპებისთვის, ფიჩინგი ინვესტორების წინაშე, ფანდრაიზინგი და ფინანსებთან წვდომის გზები, ტექნოლოგიური ტრენდები და სხვა.

დისტანციური სესიების ვიდეო ბლოგები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ელექტრონული რიდერების და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ავატარის თემებს შორისაა: სამეწარმეო აზროვნება და სტარტაპ ეკო-სისტემის არსი; ინოვაციის განმარტება, როგორ ხდება ინოვაცია ყოველდღიურობა; საავტორო უფლებების დაცვა; აზროვნების დიზაინი; ბიზნეს მოდელი და ფასეულობათა განაცხადი; MVP, მისი ვალიდაციის მეთოდები; კვლევა როგორც ვალიდაციის ინსტრუმენტი; ბაზრის ტიპები და ანალიზის მეთოდები; მომხმარებლის იდენტიფიცირება; სტარტაპ პროდუქტის ბრენდინგი; გუნდის მართვის ძირითადი პრინციპები; ხელოვნური ინტელექტი; ჩატბოტი; დიდი მონაცემები; რობოტები; ბლოკჩეინი; ღრუბლოვანი ტექნოლოგიები; კიბერუსაფრთხოება; კიბერდანაშაული; ხმოვანი ასისტენტი; ნივთების ინტერნეტი; ჭკვიანი სახლები და ქალაქები; ვირტუალური რეალობა.

ავატარის ვიდეო ლექციების მომზადება BTU-ს სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია ,,System Corps''-ის მიერ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ხდება.

აღნიშნული დისტანციური სესიები ანაცვლებს ეკოსისტემის გარშემო დაგეგმილ და ახლა უკვე გაუქმებულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

დისტანციური სესიები ნებისმიერ დამწყებ სტარტაპს, აძლევს საშუალებას მიიღოს მისთვის საჭირო ცოდნა და მოემზადოს საკუთარი კომპანიის ბაზარზე წარმატებით კომერციალიზაციისთვის.

ვიდეო ბლოგების, ელექტორნული რიდერების და ავატარის ვიდეო ლექციების სანახავად გადადით ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია