📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Bolt და Mastercard მედიკოსების მხარდასაჭერ კამპანიას იწყებენ კომპანია Bolt-ის პარტნიორი მძღოლები თავის მხრივ უზრუნველყოფენ სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალურ, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას, Mastercard-თან პარტნიორობით კი ეს მომსახურება სრულიად უფასოა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bolt

COVID19-მა ცხოვრების სტილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეცვალა. პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე კი ჩვენი ექიმები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობისათვის.

Bolt და Mastercard პარტნიორობის ფარგლებში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება და მედიკოსების მხარდასაჭერ კამპანიას იწყებს.

„როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოშიც ვირუსის წინააღმდეგ მთავარი ძალა ჩვენი ექიმებია. გარდა იმისა, რომ მათ ძალიან მძიმე შრომა უხდებათ, შეზღუდული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში, ამ სირთულეებს ზოგიერთი მათგანისთვის სამსახურსა და შინ მისვლის პრობლემაც ემატება. ეს კი ზუსტად ის სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია დახმარება. სწორედ ამიტომ, ავიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ჩავრთულიყავით ჩვენი ექიმების უფასო ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ კამპანიაში და ჩვენი მხრივ, მათთვის აღნიშნული საზრუნავი შეგვემსუქებინა", − აცხადებს Bolt-ის დამფუძნებელი კახა აზნაურაშვილი.

კომპანია Bolt-ის პარტნიორი მძღოლები თავის მხრივ უზრუნველყოფენ სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალურ, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას, Mastercard-თან პარტნიორობით კი ეს მომსახურება სრულიად უფასოა.

პროექტი მოიცავს საქართველოს სამ დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს.

სატრანსპორტო კომპანია Bolt ყველა იმ კლინიკის თანამშრომელს გაუწევს მომსახურებას, რომლებიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

ამ კამპანიის ფარგლებში, Bolt-ის აპლიკაციაში სპეციალური ბიზნესანგარიში შეიქმნება − Mastercard for Medics. ჩართული კლინიკების სია, კამპანიის დაფარვის ზონები და ყველა საჭირო ინფორმაცია ბმულზეა მოცემული: https://docdro.id/rorN9kd

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!