📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

წარმატება მეტწილად სწორი დაგეგმვის შედეგია ყოველი წლის ბოლოს წინასაახალწლო სამზადისის განუყრელი ნაწილია მომავლის გეგმებზე საუბარი და განხილვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ყოველი წლის დასაწყისი სიახლეების, გამართლების, ცვლილებების, დაბრკოლებების გადალახვისა და მიზნების მიღწევის საწყისად აღიქმება, რაც დიდ მოტივაციას და მოლოდინს აღძრავს ხოლმე.

ცხოვრებასა და საქმიანობაში ყოველთვის ყველაფერს ვერ განსაზღვრავ და ვერ დაგეგმავ, თუმცა რისი დაგეგმვა და წინასწარ გათვლაც შესაძლებელია, უმჯობესია მისი გაანალიზება და დაგეგმვა, რათა სწორი მოლოდინი შეგვექმნას.

დაგეგმარება ის მეთოდია, რომლითაც შეგვიძლია გავთვალოთ შესაძლებლობებისა და მოლოდინის ოქროს შუალედი. სწორი დაგეგმვა მიზნის ასრულებასთან უფრო მეტად გვაახლოებს და მოტივაციას გვიზრდის.

დაგეგმვის ჩვენეული მეთოდი, რომელსაც ძირითადად საქმიანობაშიც ვიყენებთ და ცხოვრებაშიც, შემდეგში მდგომარეობს: ყოველი წლის ბოლოს წინასაახალწლო სამზადისის განუყრელი ნაწილია მომავლის გეგმებზე საუბარი და განხილვა, თუმცა მიზნების დასახვამდე მნიშვნელოვანია გააანალიზო წინა წლის წარმატებები და გამოწვევები, გარემო, რომელშიც მომავალ წელს მოგიწევს ამ მიზნების მიღწევისთვის ბრძოლა, სად და ვისთან ერთად მოგიწევს მიზნების განხორციელება.

შემდეგ უკვე განვსაზღვრავთ საჭიროებებს, თუ რა გვჭირდება იმისათვის, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, რისი შეცვლა იქნებოდა უკეთესი, რისი სწავლა/ათვისება გაგვიმარტივებდა ცხოვრებასა და საქმიანობას.

უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რომ ყველა მიზანს ერთდროულად ვერ მივაღწევთ და ყველაფრის ერთად გაკეთებას ვერ შევძლებთ. შესაბამისად, საჭიროა განვსაზღვროთ პრიორიტეტები. არ უნდა დაგვავიწყდეს გეგმა B.

ყოველთვის უნდა დავუშვათ, რომ რაღაც შეიძლება ისე არ განხორციელდეს, როგორც დავგეგმეთ. ამისათვის გვჭირდება წინასწარ განსაზღვრული ალტერნატიული გზები და სცენარები.

მიზნების მისაღწევად გადადგმული ყოველი ნაბიჯი ძვირფასია. აუცილებელია დავუშვათ, რომ რაღაცები შესაძლოა არ გამოვიდეს – A, B, C გეგმების მიუხედავად, მაგრამ სწორედ ეს უნდა ვაქციოთ მოტივაციად, მიზნად, და შემდეგი წლის ბოლოს უმაღლესი პრიორიტეტი მივანიჭოთ მის ასრულებას.

წარმატება მეტწილად სწორი დაგეგმვის შედეგია. სწორად გაანალიზებული გარემოებები და საჭიროებები გზას გვიკვალავენ წარმატებისკენ. მიღებული შედეგი, ამბიციური მიზნები მეტის კეთებისკენ გვიბიძგებს და გვეხმარება განვითარებაში – როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ცხოვრებაში.

დავით ქარდავა

C-Team-ის მმართველი პარტნიორი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!