📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ტურიზმის ორგანიზაცია'' - ცვლილებებით ახალი მიზნებისკენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში ტურიზმის მიმართულებით წამყვან ტრენინგცენტრს „ტურიზმის ორგანიზაცია", ახალი გუნდი ჩაუდგება სათავეში, რომელსაც თორნიკე ფურცელაძე უხელმძღვანელებს. ცენტრის ცნობით, თორნიკე მანამდე ორგანიზაციის ტრენერი და პროექტების მენეჯერი გახლდათ.

„განვითარება, წინსვლა, სიახლეები − ეს არის ის ღირებულებები, რაც ჩვენი ტრენინგცენტრისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით კი პრიორიტეტული გახდა პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგით უწევს ცხოვრება", − აცხადებენ „ტურიზმის ორგანიზაციაში", − „შევძელით პანდემიის პერიოდში სწრაფი ადაპტირება ბაზარზე და საკუთარი ჩვეული საქმიანობა უჩვეულო ფორმატით − ონლაინ გაგვეგრძელებინა. მოვახერხეთ ხარისხის შენარჩუნება და ტრენინგების ღირებულების მკვეთრად შემცირება, რათა რთულ პერიოდში ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის ინდუსტრიის განვითარებაში".

აღსანიშნავია, რომ ტრენინგცენტრის გუნდისა და ხელმძღვანელობის ცვლილებას მოჰყვა არსებული სიტუაციის/ბაზრის შესწავლა და ამჟამად, ტრენინგცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ტრენინგებს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდით (როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო) სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა:

  • ტურიზმი სოფლად
  • შემყვანი ტურიზმი
  • სასტუმროს მენეჯმენტი
  • გიდის მოსამზადებელი კურსი
  • ზოგადი ტურიზმის მენეჯმენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის www.to.edu.ge

გარდა ტრენინგებისა, ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს ცენტრი სთავაზობს შემდეგი სახის მასტერკლასებს:

  • გრანტები და პროექტები ტურიზმში
  • გასტრონომიული ტურიზმი
  • ღვინო და ღვინის ტურიზმი საქართველოში
  • გასვლითი მასტერკლასები რეგიონებში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას
„მსოფლიო პანდემია, ომი და ტურისტული ინდუსტრიის არასტაბილურობა, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე, თუმცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ დღეს, რათა ხვალინდელ დღეს მომზადებულები შევხვდეთ. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ გახდეთ ამ ინდუსტრიის ნაწილი. დღეს ფიქრის დრო არ არის − დღეს მოქმედების დროა", − აღნიშნავენ „ტურიზმის ორგანიზაციაში".
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი