📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Meta 6 ივლისს Twitter-ის ანალოგ აპლიკაციას წარადგენს რა ვიცით ახალი სოციალური ქსელის შესახებ?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Threads, რომელიც Meta-ს მიერ შექმნილ Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ჰქვია, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 6 ივლისიდან გახდება. ამავე დროს სოციალური ქსელის აპლიკაცია უკვე განთავსებული იქნება App Store-სა და Play Store-ზე წინასწარი დატესტვის ოპციით.

როგორც "სკრინშოტიდან" ვიგებთ, მომხმარებელი შეძლებს Threads-ში Instagram-ის საკუთარი ანგარიშის მეშვეობით დარეგისტრირდეს და ავტომატურად მიიღოს საკუთარი სახელი, გამომწერები და სხვა ინფორმაცია.

App Store-ში განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Threads აღწერილია, როგორც პლატფორმა, სადაც საზოგადოებას შეუძლია განიხილოს სხვადასხვა თემა − როგორც აქტუალური, ასევე ტრენდული. ფოტოზე ასევე ნათლად ჩანს, რომ Threads გაძლევთ შესაძლებლობას მოიწონოთ, უპასუხოთ და გამოაქვეყნოთ პოსტები, თვალი ადევნოთ მომხმარებლებს და აკონტროლოთ ვის შეუძლია უპასუხოს თქვენს სტატუსებს. მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ისიც, რომ Threads იყენებს ActivityPub-ს, რომელიც არის დეცენტრალიზებული სოციალური მედიის პროტოკოლი, რომელსაც ასევე იყენებს Mastodon.