📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Apple Watch 8 - ახალი პროდუქტის წინასწარ შეკვეთა დღეიდან შეგიძლიათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში Apple-ის უახლესი პროდუქტის, Apple Watch 8-ის წინასწარ შეკვეთა დღეიდან შეგიძლიათ. Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან საათს 100 ლარიანი შეღავათით შეიძენთ: iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iTechnics, Kontakt Home, iStore.

7 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე, Apple-მა Apple Watch-ის მიმდინარე ხაზის განახლებული ვერსია წარმოადგინა.

განვიხილოთ მერვე სერიის ყველა მახასიათებელი.

  • Apple Watch სერია 8-ს დაემატა ტემპერატურის სენსორი. მომხმარებელს აქვს წვდომა ტემპერატურის რეგულარულ გაზომვაზე 5 წამში ერთხელ.

წინა თაობის საათებს არ გააჩნდათ ეს შესაძლებლობა, მხოლოდ შეეძლოთ გულისცემის გაზომვა, ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) და სისხლის ჟანგბადით გაჯერების გაზომვა.

  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება წინა მოდელთან შედარებით არის ავტოსაგზაო შემთხვევის ამოცნობის სისტემა. გაჯეტს უნარი აქვს ხმების მიხედვით ამოიცნოს ავტოსაგზაო შემთხვევა, შეუძლია დააფიქსიროს ავარიის ტიპი, ახლობლებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურებს შეტყობინება გაუგზავნოს.

https://lh6.googleusercontent.com/1BMVve01Dp5m4yyANEX3TFYwXrb0k0rpc5tikeYljLmZTn9INLNRGnDk04MoKsw9fS-nS1o2qlxkeG71BGn1mOGlwdtpX5ecXaySi4uRs9dwQM1uAUGJhZhGaDt3pkrSvYhX4zCfr8am4lTc_prHAfJwRSEIua3kfkVDya8SbR1PWssL1N0-xm2rJg

წინა თაობას შეუძლია მხოლოდ მომხმარებლის დაცემის იდენტიფიცირება და არითმიის პროგნოზირება პულსის ჩვენებაზე დაყრდნობით.

  • საათის კორპუსი წარმოდგენილია განსხვავებულ ფერებში. ალუმინის Apple Watch Series 8 ხელმისაწვდომია შავი (midnight), თეთრი (silver)ოქროსფერი (starlight) და წითელი( Product RED). ფოლადის მოდელებმა მიიღეს სამი ფერი: შავი (graphite), თეთრი (silver) და ოქრო (gold).

კორპუსის ზომებია: 352x430 მმ (მოდელისთვის 41 მმ ეკრანით) და 396x484 მმ (მოდელისთვის 45 მმ ეკრანით).

◈ გაჯეტი წყალგამძლეა 50 მეტრის სიღრმეზე და დაცულია მტვრისგან IP6X სტანდარტის მიხედვით.

◈ Apple Watch Series 8-ს აქვს 32 GB მეხსიერება, Wi-Fi მოდულები 5 გჰც ქსელების მხარდაჭერით და Bluetooth 5.0.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!