📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

  • მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი. ინვესტიციები განხორციელებული აქვს 420-მდე სტარტაპში, როგორიცაა: Embroker, Eaze, Aircall, Manychat, Shippo, RapidAPI, Worthix, Indio, Pipefy, Innovacer, Vela, Apostrophe და სხვა.
  • ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელმაც 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 50-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: სამომხმარებლო (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმოო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).
  • ტიმ ვაგნერი - ინვესტორი და Momentum Engine (San Francisco)- ის დამფუძნებელი პარტნიორი. აქვს მარკეტინგის, პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.
  • აშერ სიდიქუი - ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილების მეწარმე და მრჩეველთა საბჭოს წევრი: Race Capital, Merus Capital, Sukna Ventures და სხვა. არის სტენფორდის უნივერსიტეტსა და Global Innovation Catalyst -ში მოწვეული ლექტორი.
  • გიორგი ბაჩიაშვილი - სარისკო კაპიტალის ფონდის Mission Gate-ის დამფუძნებელი, რომელიც გლობალურ ინვესტიციებს ახორციელებს. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანადამფუძნებელი და მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი და კრიპტო ინვესტორი.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 28 სექტემბერს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 23 ივნისს მეშვიდედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!