📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''Adapter''-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter"-ის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა მათ სასარგებლო რჩევები გაუზიარეს. შეხვედრა წინა საახალწლოდ შოპინგის გაზრდილი აქტივობის ფონზე, ციფრულ არხებში გაყვიდების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა.

შეხვედრას Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში - დიანა კიღურაძე, Adapter.ge-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ფოფხაძე, Extra.ge-ს გენერალური დირექტორი, ანზორ მანწკავა და Digital Area-ს ციფრული მარკეტერი - ბექა ყაფლანიშვილი უძღვებოდნენ.

უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter"-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს მხარდაჭერას, როგორიცაა: გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

„პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა ქალ მეწარმეებს Visa-სთან პარტნიორობით ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას ვთავაზობთ. პროექტის ფარგლებში 30-მდე ქალმა მეწარმემ წარმატებით განათავსა საკუთარი პროდუქცია Extra.ge-ზე და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა მათზე ხელმისაწვდომობა. გადავწყვიტეთ, წინა საახალწლოდ ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ, პროექტის ბენეფიციარებისთვის დამატებითი შეხვედრა გაგვემართა, სადაც მონაწილეებმა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს. ჩვენი მიზანია, კიდევ მეტ ქალ მეწარმეს მივცეთ წვდომა საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსზე. გვჯერა, რომ "Adapter"-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში", – აცხადებს რუსუდან ბარათშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!