📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მარცხის ფენომენი - ანუნა ბუკია "მარცხი - ეს არის ამბავი, შემთხვევა, მოვლენა, რაღაც, რაც უპირობოდ გასავლელია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ანუნა ბუკია, „კოპეშია: ციფრული და სოციალური კომუნიკაციის კომუნა"

"ზუსტად არ ვიცი, ეს როდის მოხდა − 18 წლის ასაკში, შემცირების მიზეზით რომ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ერთ კვირაში ახალი ვიპოვე, თუ მოგვიანებით, როცა „რადარამის" გამოცემებს და ქეთრინ შულცს წავაწყდი. ფაქტია, რომ ერთხელ ეს მოხდა და იყო მომენტი, როცა უკვე სრულწლოვანმა პირველად გავიმარჯვე საკუთარ თავზე − იმ დროისთვის ხმალამოღებულად, შემაწუხებლად მებრძოლ „მე"-ზე, ასე გავაქრე (თუ გამიქრა) მარცხი, როგორც ზეპირი სიტყვა და მარცხი, როგორც მოვლენა. ის უბრალოდ არ არსებობს და ტრანსფორმირდა როგორც ამბავი, შემთხვევა, სავალდებულო მოვლენა, რაღაც, რაც უპირობოდ გასავლელია.

ისე მოხდა, რომ მარცხს შევუცვალე განმარტება და რაც უნდა მოხდეს, ის არასოდეს არის საზიანო. ამ გარდაქმნის პროცესში სიტყვამ ალბათ ხასიათიც იცვალა და ასე, ჰარმონიულად თანავარსებობთ უკვე ბევრი წელია.

იყო ამ ტრანსფორმაციის მთავარი ინსტრუმენტის, რომ ამ ე.წ. მარცხზე რეაგირების დრო დაჩქარდა? წარმოიდგინეთ სცენა: მივრბივარ ხვატში და უეცრად ნელა ვიწყებ დაცემას, სანამ ბოლომდე დავენარცხები და მარჯვენა თეძო გამხმარი მიწისგან დამესერება. ვიწევი, ვიმართები და გამომშრალი მიწის ნაცვლად, წვრილად გაცრილ ოქროსფერ ქვიშაზე მივაბიჯებ, უბრალოდ მზის ქვეშ და არა პაპანაქებაში.

ეს რეფლექსიის ახალი გამომუშავებული და უკვე თვითმოქმედი დროა. დრო, რომელიც მაიძულებს მოვლენის დასრულებამდე ის გამოცდილებად ვაქციო.

დავამარცხე? არა, უბრალოდ იმართება, სანამ ვმოძრაობ."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი