📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თბილისი დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ ''ანგელოზ ინვესტორებს'' უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AXEL

დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს" (Angel Investors) თბილისი 20-21 ოქტომბერს უმასპინძლებს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების" კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით. ღინისძიების ფარგლებში თბილისს DanBAN-ის (Danish Business Angels),

Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) და სხვა 15-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი ესტუმრება.

ღონისძიება ორ დღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების წარდგენას ინვესტორთათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით. ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამები.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ თავიანთი საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა ინვესტორებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით, რომელიც 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება და მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივ ტექნოლოგიური კომპანიები.

აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს ანგელოზი ინვესტორების კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისათვის. თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას და საქმიანი და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას ევროპის ქვეყნებთან.

პროექტი თბილისის მერიისა და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი AXEL-ის ორგანიზებით ხორციელდება.

თუ გსურთ თქვენი პროექტები წარუდგინოთ ინვესტორებს დამატებითი ფინანსების მოძიების მიზნით გთხოვთ, 13 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!