📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გაიცანით 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის 2 გამარჯვებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

2019 წლის მაისში დაწყებულ 650 000 ლარიან ინოვაციურ საგრანტო პროგრამას პირველი ორი გამარჯვებული ყავს. ხარისხობრივ შეფასებაზე გადასული 11 კონკურსანტის პრეზენტაციების მოსმენისა და ანალიზის შედეგად, 3 ექსპერტისგან შედგენილმა საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები. ესენი არიან:

  • Pixelart | ციფრული აბრების ჭკვიანი სამართავი სისტემა დაფუძნებული SAAS პლატფორმაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დისტანციურად მოხდეს ციფრული ეკრანების მართვა.
  • Powerphage | მსოფლიოში პირველი ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალება Salmonella-ს, E. coli-ს, Shigella-სა და სხვა ბაქტერიების წინააღმდეგ, რომელიც საკვები ხორცის წარმოებასა და ფერმებში ანტიბიოტიკებს ფაგებით ჩანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ 650 000 ლარიან ინოვაციურ საგრანტო პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით. სტარტაპერების თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური, ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია. დაფინანსებული პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვეა, გრანტის მოცულობა - 150 000-დან 650 000 ლარამდე.

აქვე, 650 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში თანხის გაცემა მოხდება მას შემდეგ, რაც გამარჯვებული კომპანია/სტარტაპი მოიპოვებს თანადაფინანსების ოდენობის კერძო კაპიტალს. ეს გახლავთ სახელმწიფოს Dollar to Dollar Basis ინიციატივა, რომელიც გრძელვადინ პერსპექტივაში ხელს უწყობს კერძო კაპიტალის გააქტიურებას ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტებისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია