📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბათუმში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის ასი უფროსკლასელია ჩართული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ბათუმში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის ასი უფროსკლასელი მონაწილეობს.

ბანაკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.

7 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

• იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე
• მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე
• გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში
• ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს
• მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრში

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე გადანაწილდნენ:

  • თბილისი - 19
  • კახეთი - 10
  • მცხეთა-თიანეთი - 3
  • სამეგრელო- ზემო სვანეთი - 10
  • აჭარა - 10
  • შიდა ქართლი - 11
  • ქვემო ქართლი - 10
  • იმერეთი - 10
  • გურია - 9
  • რაჭა - 2
  • სამცხე ჯავახეთი - 5

ბანაკის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების აქტუალურ საკითხებს და მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომში დაეხმარება მათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის" პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია