📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BTU-ს სტუდენტების სტარტაპმა GITA-ს 100,000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილმა სტარტაპმა, Areal Guide საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100,000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

Areal Guide არის ციფრული გიდის მარკეტფლეის პლატფორმა მუზეუმებისთვის. სტარტაპის მეშვეობით მუზეუმებს შეუძლიათ 1 დღის ინტერვალში შექმნან გიდის ტური, რომლის გაყიდვაც აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ. მომხმარებელს კი შეეძლება აირჩიოს ნებისმიერი მუზეუმის ტური და მისი სმარტფონის მეშვეობით მიიღოს ის სერვისი, რომელიც აქამდე სპეციალური აპარატებით იყო შესაძლებელი.

„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ ეტაპზე, გუნდი დაიწყებს დეველოპმენტის პროცესს, რომლის შემდგომაც ვეცდებით რაც შეიძლება ბევრ მუზეუმში მივახდინოთ ამ პროდუქტის ვალიდაცია და შევქმნათ მუზეუმებისთვისა და დამთვალიერებლებისთვის მეტად კომფორტული გამოცდილება. გრანტი მოგვცემს ბევრ შესაძლებლობას, როგორც ფინანსურად, ისე - ტექნოლოგიის დახვეწის პროცესსში, გავტესტავთ რამოდენიმე მოდულს, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს პროდუქტმა და დაიხვეწოს"- აცხადებს რეზი ფარულავა, Areal Guide-ის თანადამფუძნებელი;

„გუნდი 4 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა, შევქმენით ბევრი საინტერესო პროექტი და მიმართულება, Areal Guide-ზე მუშაობა ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა, ვავითარებდით იდეასა და აპლიკაციას, რის შედეგადაც მოვიპოვეთ GITA-ს გრანტი, რომელიც დაგვეხმარება სტარტაპის განვითარებასა და მასშტაბირებაში, რეგიონსა და რეგიონის ფარგლებს გარეთ" - ამბობს მერაბ ლალიაშვილი, Areal Guide-ის თანადამფუძნებელი.

სტარტაპი BTU-ს ბაზაზე 4 წლის წინ ჩამოყალიბდა.

BTU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტარტაპის გუნდში: რეზი ფარულავა, მერაბ ლალიაშვილი, მარიამ ბერაია, ანასტასია აბაკელია.

4 წლის მანძილზე სტარტაპმა მონაწილეობა მიიღო: BTU-ს და European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს პრე-აქსელერაციის პროგრამაში, ბრიტანეთის საბჭოს პროექტ „შემოქმედებითი ნაპერწკალის" აქსელერაციაში, გახდა Idea fest კონკურსის გამარჯვებული, საერთასორისო სტარტაპ კონკურს Big Idea Challenge- ში, არის თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!