📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Disney ჰიბრიდული რეჟიმით მომუშავე თანამშრომლებს ოფისში აბრუნებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Disney-ის აღმასრულებელ დირექტორ რობერტ აიგერის თქმით, ოფისებში დაბრუნება და კვირაში 4 დღე ფიზიკურ სივრცეში, ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობა, კომპანიაში გუნდურობის გასაძლიერებლად უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს.

Disney-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში დაბრუნების შემდეგ, რობერტ აიგერმა საკადრო ცვლილებებისა და კომპანიის საკვანძო განყოფილებების რეორგანიზაციის პარალელურად, ჰიბრიდული რეჟიმით მომუშავე თანამშრომლებისთვის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან, კორპორაციაში დასაქმებულებს კვირაში მინიმუმ 4 დღე ოფისებიდან მოუწევთ მუშაობა.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის არაერთ დეპარტამენტს შევხვდი, რა დროსაც მათ შემახსენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო ახლოს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მუშაობ. შემოქმედება არის Disney-ისა და ჩვენი საქმიანობის სული და გული. კრეატიულ ბიზნესში, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, ვერაფერი ჩაანაცვლებს ურთიერთობას, დაკვირვებას, განხილვას და სიახლეების კეთებას, რაც ფიზიკურად ერთად ყოფნით მიიღწევა, ისევე, როგორც პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ლიდერებისა და პროფესიონალებისაგან. გუნდური მუშაობა მოუტანს სარგებელს კომპანიის შემოქმედებით წინსვლას და კულტურისა თუ ჩვენი თანამშრომლების კარიერულ ზრდას", − აცხადებს რობერტ აიგერი.

როგორც ცნობილი გახდა, აიგერი უარს ამბობს ყველა იმ ცვლილებაზე, რაც მისმა წინამორბედმა, ბობ ჩაპეკმა განახორციელა კომპანიაში. მან განაახლა ჩაპეკის ფავორიტი პროექტი − Disney Media and Entertainment Distribution (DMED) და გამოთქვა უკმაყოფილება ექსდირექტორის მიერ Disney World-ისა და Disneyland-ში ფასების აწევასთან დაკავშირებით.

"ვინაიდან ახალ, 2023 წელში შევაბიჯეთ, რაც Disney-ისთვის საიუბილეო, მე-100 წლისთავია, ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების კარი იღება. ეს დიდი ცვლილებების მომენტია როგორც ჩვენი კომპანიისათვის, ისე ჩვენი ინდუსტრიისთვის და მსოფლიო ეკონომიკისთვის, თუმცა სირთულეების მიუხედავად, გულის სიღრმეში ვინარჩუნებ ოპტიმიზმს", − აღნიშნავს Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!