📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მორალური პასუხისმგებლობა - ნიკა ქურდიანი ტვირთი თუ კომფორტი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნიკა ქურდიანი

გენერალური დირექტორის მოადგილე, „თიბისი ბანკი"

პასუხისმგებლობა არის ადამიანის შეგრძნება, უმაღლესი ხარისხით შეასრულოს ის, რასაც საზოგადოება და თვითონ საკუთარი თავისგან მოელის და არ გაუცრუოს იმედი. პროფესიონალიზმი პასუხისმგებლობის პირდაპირი აღმნიშვნელი ტერმინია. ამოცანის კარგად შესრულება პროფესიონალიზმის ხარისხით განისაზღვრება. ჩემთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ზრუნავ შენი თავის, ადამიანების, კომპანიის, სოციუმის მოლოდინის გამართლებაზე.

რაც შეეხება მორალურ პასუხისმგებლობას, მას იმ წესებამდე მივყავარ, რომელიც განსაზღვრავს, კარგად იქცევა ადამიანი თუ არა. „კარგად ქცევა" რთული ცნებაა, ყველას თავის ხედვა აქვს, რომელსაც ადამიანი თვითონ და მისი გარემოცვა აყალიბებს.

ჩემი აზრით, მორალური პასუხისმგებლობისადმი დამოკიდებულება მთლიანად კორპორაციულ კულტურას განსაზღვრავს. ჩვენ თუ მაღალი შეგნებით ვეკიდებით საქმეს, ეს ნიშნავს, რომ კარგად გვაქვს გააზრებული ხარისხი, რითაც ეს საქმე უნდა გავაკეთოთ.

მორალური პასუხისმგებლობა ასევე განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას მისი კომპანიის გუნდისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისადმი. არის ბევრი დაწერილი და დაუწერელი წესი, რომელიც განსაზღვრავს ქცევისა და დამოკიდებულებების სტანდარტებს, რომელთა შესრულება ჩვენი პირდაპირი პროფესიული ან მორალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს.

მაგალითად, ბანკის კონტექსტში თუ განვიხილავთ, ვიცით, რომ კლიენტის ინფორმაციის გათქმა არ შეიძლება, რადგან ის საიდუმლოა და ამ ფენომენზეა დაფუძნებული მთელი საბანკო-საფინანსო მომსახურების ცნება. ეს წარმოადგენს მორალურ პასუხისმგებლობას და ითარგმნება კანონშიც.

ყველანაირი წარმატებისთვის კრიტიკულია მორალური პასუხისმგებლობის ფაქტორის გააზრება. ტვირთია თუ კომფორტი? იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი პასუხისმგებლობას ტვირთად აღიქვამს, მაშინ გამოდის, რომ ის არ მუშაობს სწორ ადგილას და არ აკეთებს იმას, რაც მას სიამოვნებს. პასუხისმგებლობა ჩემთვის ის კომფორტია, რაც მაძლევს საშუალებას ყოველდღიურად მაგრად ვიმუშაო, მაგალითად, ბანკში, სადაც უმნიშვნელოვანეს შედეგებზე ვარ პასუხისმგებელი – ჩემზე მონდობილი საქმე მაქსიმალურად კარგად ვითარდებოდეს. ეს განცდა მე მაბედნიერებს და მოტივაციას მძენს, რადგან ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი კონტრიბუცია ამ მიმართულებით.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!