📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი გიორგი ჩავლეიშვილი, "საერთაშორისო აკადემია ლოგოსი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გიორგი ჩავლეიშვილი

„საერთაშორისო აკადემია ლოგოსის" დამფუძნებელი და დირექტორი

„საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" 2020 წლის 16 მარტიდან მოსწავლეებს სთავაზობს დისტანციურ სწავლებას, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ონლაინ-სინქრონულ (ლაივ) გაკვეთილებს, ჩაწერილ ვიდეოგაკვეთილებს, საგნობრივ ინტერაქტიურ სასწავლო რესურსებს, დისტანციურად ატვირთულ დავალებებს და სხვა საშუალებებს, რაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების ელექტრონულ სივრცეში კომუნიკაციასა და თანამშრომლობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე „ლოგოსი" უპირატესობას ანიჭებს სქულბუქის პლატფორმის საშუალებით ონლაინგაკვეთილების ჩატარებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სხვა ელექტრონული პროგრამებით და აპლიკაციებით დაამყარონ კომუნიკაცია: „მესინჯერი", „ფეისბუქის" დახურული ჯგუფები, „გუგლ ჰენგაუთსი" და სხვა.

„საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში სკოლის ყველა თანამშრომელსა და მოსწავლეს შესთავაზოს „გუგლის" საგანმანათლებლო სერვისი (Google for Education). სკოლამ 2015 წელს მიიღო „გუგლის" ამ სერვისით სარგებლობის ავტორიზაცია და რამდენიმე საგნის „გუგლის" საკლასო ოთახის (Google Classroom) მეშვეობით სწავლების გამოცდილება უკვე აქვს.

გარდა ამისა, სკოლა აქტიურად მუშაობს სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების გზამკვლევებზე, რომლებიც მათ დაეხმარება ეფექტურად გამოიყენონ ზემოთ დასახელებული საგანმანათლებლო პლატფორმები.

ბიზნესებმა დიდი რესურსი უნდა ჩადონ დასაქმებულთა გადამზადებაში, რათა მათ შეძლონ ონლაინრეჟიმში შეუფერხებლად მუშაობა. ეს პროცესი მოიცავს იმ უნარების განვითარებას, რომლებიც მომავალში ბევრი სფეროს მოდერნიზაციასა და პროგრესს განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მჭიდრო და ღია ურთიერთობა ჩვენს მომხმარებელთან, რათა არ დავკარგოთ მათი ნდობა და ლოიალობა.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!