📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკი Segment-თან ერთად ვებინარს გამართავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, 21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის - Segment-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ერთობლივ ვებინარს გამართავენ.

Segment-ის წამყვანი ინჟინერი Sam Kahr-ი ვებინარის მონაწილეებს გააცნობს თუ რა არის მომხმარებლის მონაცემების პლატფორმა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ბიზნესისთვის, რა არის ე.წ. Journey Orchestration და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ინსტრუმენტს ბიზნესისთვის. სპიკერი ასევე გაამახვილებს ყურადღებას თუ როგორ აერთიანებს Segment- ი მომხმარებლების შეხების წერტილებს ყველა პლატფორმასა თუ არხზე. ვებინარზე განხილული იქნება სტარტაპების მიერ Segment-ის გამოყენების წარმატებული მაგალითები.

ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერი, მარიამ გაგუა გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

„მონაცემთა ანალიზით დაინტერესებული ბიზნესებისთვის საკმაოდ საინტერესო, საჭირო და აუცილებელი ვებინარია. მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას- Segment-ს დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 20 000-ზე მეტი ბიზნესი წარმატებით იყენებს. მის პარტნიორთა სიაში IBM, FOX, Levis ,Drift, Digital Ocean და სხვა. სტარტაპები თუ უკვე წარმატებული ბიზნესები საკმაოდ რთულ გზას გადიან იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მომხმარებელთან და გაიგონ მათი საჭიროებები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვებინარის მონაწილეები მიიღებენ კომპეტენტურ რჩევებს, თუ როგორ გამოიყენონ ის გამოცდილება, რომელიც უკვე დააგროვეს წარმატებულმა კომპანიებმა ამ პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რათა ჰქონდეს წვდომა მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და თანაც ისეთი მაღალი კომპეტენციის მქონე კომპანიებისგან როგორიცაა Amazon, Segment და სხვა ", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://f.bog.ge/3anI8tM

ვრცლად სპიკერების შესახებ:

Sam Kahr-მა კარიერა Google-ში დაიწყო, ის მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ თანამდებობებზე მუშაობდა. ამჟმად ის Segment-ში ინჟინერის პოსტს იკავებს და

კომპანიებს მონაცემთა ანალიზის მასშტაბური და ეფექტური არქიტექტურის განლაგებაში ეხმარება. იგი თანამშრომლობს Segment- ის ისეთ დიდ პარტნიორ კომპანიებთან როგორიცაა: Nike, McAfee, Proctor & Gamble.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან