📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის დასახმარებლად კამპანიას იწყებს!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Daily Mail

ვეტერანმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფულის შესაგროვებელი აქცია დაიწყო. იბრაჰიმოვიჩმა თავის ვიდეო მიმართვაში განაცხადა: "იტალიამ მე ძალიან ბევრი რამ მომცა, ამ დრამატულ დროს კი მინდა, უფრო მეტი რამ დავუბრუნო ქვეყანას, რომელიც მიყვარს. ჩემი კოლეგების დიდსულოვნების იმედი მაქვს, ყველა იმ პროფესიონალი ათლეტის, რომელსაც უნდა, რომ მცირე ან დიდი შემოწირულობა განახორციელოს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რათა დავამარცხოთ ეს ვირუსი. ერთად, ჩვენ მართლაც შეგვიძლია კლინიკებისა და ექიმების დახმარება, რომლებიც უანგაროდ მუშაობენ ყოველ დღე იმისათვის, რომ დაიცვან ჩვენი სიცოცხლე. დღეს ჩვენ ვართ მათი გულშემატკივრები. მოდით, ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს მატჩი. და დაიმახსოვრეთ: თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის ვირუსთან!"

იბრაჰიმოვიჩი შეუერთდა ფეხბურთელების მზარდ სიას, რომლებიც დახმარებას ცდილობენ: პოლ პოგბა, სადიო მანე, შონ ონგ-მინი. თითოეულ მათგანს საკმაოდ დიდი შემოწირულობები აქვს განხორციელებული დაავადებასთან საბრძოლველად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!