📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

დროა ავირჩიოთ გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სწორ დანიშნულებამდე მიიყვანს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მაშინ, როდესაც მსოფლიო პლანეტის მიღმა საკითხებთან ჭიდილშია, როდესაც გლობალიზაცია, სხვადასხვა ტექნოლოგიური და ტექნიკური პროგრესისა და მიღწევების გაცვლისა და გაზიარების პროცესი მსოფლიო ეკონომიკის მთავარი ქვაკუთხედია, ჩვენ კი ამ ყველაფერთან ფეხის აწყობა გვიჭირს, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ვერ მისდევს თანამედროვე ტენდენციებს და დასახულ მიზნებს.

ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, უნდა არსებობდეს სწორი პრინციპები, არა ისეთი, როგორიც მხოლოდ კონკრეტულ სფეროს ინტერესებს ერგება, არამედ ისეთი, რომელიც სრულად კერძო სექტორის თავისუფლებას უზრუნველყოფს − ვგულისხმობ ისეთ ეკონომიკურ „წესრიგს", როდესაც ბიზნესის ყველა მიმართულებისთვის თანაბრად სწორად არის შექმნილი შესაფერისი გარემო, როდესაც კერძო სექტორი თავად იღებს გადაწყვეტილებებს, დაცულია მათი საკუთრების უფლების უზენაესობა, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი რგოლი, როგორიც კაპიტალის ბაზარია, ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. აუცილებლად საჭიროა ისეთი სახელმწიფო რეგულაციები, რომელიც ჩამოაყალიბებს ეკონომიკის განვითარების ოპტიმალურ მოდელს, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ხელს შეუწყობს სამართლიანი და დაცული ბიზნესგარემოს შექმნას, ინოვაციების სტიმულირებას.

მაშინ, როცა ქვეყანა რადიკალური და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დგას, მაშინ, როცა დროის იგივე პერიოდში დანარჩენი მსოფლიოს უდიდესი ნაწილი სინათლის სისწრაფით იღწვის ეკონომიკური და ტექნოლოგიური ინოვაციებისკენ, ფატალურად არასწორია ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა, უმოძრაობა, არავითარი ძალისხმევა, არანაირი სიახლე.

რატომ არ ვვითარდებით? რატომ ვერ ვიყენებთ იარაღად მსოფლიოს მიერ ნაჩუქარ ინოვაციებს? რატომ არ ვხდებით გლობალური განვითარების ნაწილი? თუნდაც თვითონ რატომ არ ვქმნით სიახლეს, რომლითაც მსოფლიოს წარვუდგებით? რატომ არ ვციფრულდებით? რატომ არ ვამარტივებთ ხელოვნურად გართულებულ დოგმებს? ეს ერთი რიგითი, ქვეყნის გულშემატკივარი მოქალაქის ლოგიკური კითხვების ჩამონათვალია, რომელთა პასუხების ძიებაში შეიძლება სტარტის წითელ ხაზთან დავუდგეთ მსოფლიოს − არ აქვს მნიშვნელობა, ფინიშის ხაზთან რომლები მივალთ. მთავარია, მივიდეთ.

გზის ძებნა სწორია, სწორი გზის არჩევა − გამოსავალი. ამიტომ უკვე დროა ავირჩიოთ გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სწორ დანიშნულებამდე მიიყვანს. მით უმეტეს, როცა თანამედროვეობის უდიდესი უპირატესობა სიახლეებთან მარტივი წვდომაა, შევეჭიდოთ ინოვაციებს, გავიცნოთ, ვისწავლოთ, შევხვდეთ, გავმართოთ და გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა ისეთი ძლიერი, ჩვენი მეგობარი ევროპის ქვეყნების გვერდით დგომა რომ არ ეთაკილებოდეს. ერთი სწორი ნაბიჯი გამოსავალია, ერთი სწორი იდეა სიახლის დაბადებაა, სიახლე − ძალაა. ამიტომ, ნუ შეგვეშინდება, შევწყვიტოთ კარგი და დავიწყოთ დიდებული.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ